1 თვეზე ნაკლები დრო დარჩა სანამ Cadillac ნიუ იორკის ავტო შოუზე ახალ მე-3 თაობის CTS წარადგენს, მანამდე კი ამერიკულმა მდიდრულმა ბრენდმა გადაწყვიტა რომ შექმნას უმძლავრესი, CTS-V-ს სპეციალური ვერსია, CTS-V Coupe Silver Frost Edition და CTS-V Stealth Blue Edition, პირველად CTS-V-ს სპეც ვერსია, Cadillac-მა 2011 წელს შექმნა და ეს იყო "Black Diamond" რომელიც CTS-V-ს სამივე ვარიანტზე გავრცელდა, ახლაც ეს სპეც ვერსია გავრცელდება როგორც სედან, კუპე და უნიერსალ ვერსიებზე. საერთოდ როდესაც მდიდრული ბრენდის, რომელიმე მოდელი არსებობას ასრულებს, ავტო მწარმოებელი ხშირად უშვებს სპეც ვერსიებს, როგორც ჩანს ეს სპეც ვერსიები ამჟამინდელი მე-2 თაობის CTS-V-სთვის უკანასკნელი იქნება. ახლა კი გადავიდეთ დეტალებზე, მატოვი ფერის ექსტერიერი ბრემბოს ფირმის სამუხრუჭე სისტემა, წითელი და ყვითელი კალიპერებით საბურავებზე, შესაძლებელი იქნება ვერცხლისფერი კალიპერების შეკვეთაც, ასევე ავტომობილს დაუყენდება მუქი ფერის გრილი რაც განსაკუთრებულ სპორტულობას შესძენს. რაც შეეხება ინტერიერს შემოთავაზებული იქნება “Twilight Blue” ინტერიერი, ლურჯი ფერის, ტყავის რეკაროს ფირმის სავარძლები. რამდენადაც ცნობილია სულ შეიქმნება 100 ეგზემპლიარი, გაყიდვაში უკვე მარტიდან გამოვა. სამწუხაროდ "Black Diamond"ისგან განსხვავებით CTS-V Silver Frost Edition და Stealth Blue Edition ევროპულ ბაზარზე არ გაიყიდება.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment